24 აპრილი 2017, 19:10
Imedi
ლე პენი: მაკრონი ტერორიზმთან ბრძოლაში სუსტია
მსოფლიო

მარინ ლე პენ
გაზიარება
საფრანგეთის პრეზიდენტობის „ნაციონალური ფრონტის“ კანდიდატმა მარინ ლე პენმა კონკურენტ ემანუელ მაკრონს „სუსტი“ უწოდა. ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი.
ლე პენმა განაცხადა, რომ მაკრონმა არ იცის, როგორ მოაგვაროს ტერორიზმის პრობლემა. კანდიდატი აცხადებს, რომ მეორე ტურის წინ, თავისი მოწინააღმდეგის ამ სისუსტეზე გააკეთებს აქცენტს.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით მაკრონმა 23,75%-ით გაიმარჯვა, მარინ ლე პენმა კი - 21,53%-ი მიიღო.





