imedi
ყველაზე პროდუქტიულ ქვეყნად ლუქსემბურგი დასახელდა
მსოფლიო

ევროპის ეკონომიკური კოოპერაციისა და თავისუფლების ორგანიზაციამ მისი წევრი 38 ქვეყანა ერთმანეთს სამუშაო საათებისა და პროდუქტიულობის მიხედვით შეადარა და დაადგინა, რომ "ბევრი სამუშაო საათი პროდუქტიულ და ნაყოფიერ მუშაობასა და შედეგს არ უზრუნველყოფს". კვლევის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ ლუქსემბურგში 1 სამუშაო საათში ქვეყნის მშპ-ში 93 დოლარი შედის, მექსიკაში კი მხოლოდ 20 დოლარი, მაშინ როცა ლუქსემბურგში სამუშაო საათები კვირაში 29-ს შეადგენს, მექსიკაში კი ეს რიცხვი კვირაში 41 საათამდე ადის.
ყველაზე პროდუქტიული ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს ირლანდია, სადაც დასაქმებულები კვირაში, საშუალოდ, 33,5 საათს მუშაობენ. საათში ქვეყნის მშპ-ში კონტრიბუცია 87 დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზეა ნორვეგია, კვირაში 27 სამუშაო საათით და საათში 81 დოლარის შექმნით. ხუთეულში შედიან ბელგია და ამერიკის შეერთებული შტატები - კვირაში 29 და 33 სამუშაო საათით.
რაც შეეხება ყველაზე ნაკლებად პროდუქტიულ ქვეყნებს, მექსიკა სიაში ბოლო ადგილს იკავებს - კვირაში 41 სამუშაო საათით და მშპ-ში საათში 20 დოლარის კონტრიბუციით.
ყველაზე ნაკლებად პროდუქტიულ ქვეყნებში მოხვდა რუსეთიც, სადაც სამუშაო საათები კვირაში საშუალოდ 38-ს შეადგენს, საათში კი ქვეყნის ეკონომიკაში 25 დოლარი იქმნება.
დაბალპროდუქტიული ქვეყნების სიაშია ჩილე, ლატვია და ესტონეთიც, - სადაც საშუალო სამუშაო კვირა 38-35 საათისგან შედგენა, მშპ-ში კონტრიბუცია კი 25-დან 31 დოლარამდეა.





