ფრანსუა ფიიონი მხარს ემანუელ მაკრონს უჭერს
მსოფლიო

ფრანსუა ფიიონი
ფრანსუა ფიიონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს ემანუელ მაკრონის კანდიდატურას დაუჭერს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ფიიონი თავის ამომრჩევლებს ურჩევს, რომ მაკრონის კანდიდატურას დაუჭირონ მხარი. "რესპუბლიკელების"საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ მარინ ლე პენის არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი დაიღუპება. ამის შესახებ მან არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თავის ამომრჩეველთან სიტყვით გამოვლისას განაცხადა.
„სხვა არჩევანი არ არსებობს, მე მხარს ემანუელ მაკრონის ვუჭერ,“-დასძინა საფრანგეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, ემანუელ მაკრონმა 23,75%-ი მოაგროვა, მარინ ლე პენმა კი - 21,53%-ი. შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში საფრანგეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და პარტია „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი გავიდნენ.
„რესპუბლიკელთა“ კანდიდატი, ქვეყნის ექსპრემიერი ფრანსუა ფიიონი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთოშა, მან ხმების 19,91%-ი მიიღო. „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა კი — 19,64%-ი.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც გუშინ გაიმართა, ამომრჩევლების აქტივობამ 77% შეადგინა. საფრანგეთში ხმის მიცემის უფლების მქონე 47 მილიონი მოქალაქეა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება.





