პარიზში არჩევნების I ტურის შედეგებს აპროტესტებენ, დაშავებულია 1 ადამიანი. Live
მსოფლიო
საფრანგეთის დედაქალაქში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს აპროტესტებენ. აქცია ბასტილიის ციხესთან მიმდინარეობს.
აქციის მიმდინარეობისას, დაპირისპირება მოხდა მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს "პოლიტიკურ მასკარადს" უწოდებენ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონს ხმა მისცა ამომრჩეველთა 24%-მა, მეორე ადგილზეა მარინ ლე პენი, ხმათა 23,7%-ით. ჟან-ლუკ მელანშონს და ფრანსუა ფიიონს მხარი დაუჭირა ამომრჩევლების 19,5%-მა. შესაბამისად პირველი ტურის გამარჯვებულები ლე პეი და მარკონი არიან და სწორედ ისინი იბრძოლებენ პრეზიდენტობისთვის მეორე ტურში.
გამოცემის ცნობით, არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობამ 77% შეადგინა. საფრანგეთში ხმის მიცემის უფლების მქონე 47 მილიონი მოქალაქეა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება.





