imedi
ტრამპის რეიტინგი პრეზიდენტობის 100 დღის თავზე რეკორდულად დაბალია
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
თეთრ სახლში 100-დღიანი საქმიანობის თავზე, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი 42%-ია. გამოკითხვა ტელეკომპანია ABC News-მა და Washington Post-მა ერთობლივად ჩაატარეს.
მედიის ცნობით, ბოლო 65 წლის განმავლობაში ეს რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. მსგავსი რეიტინგი აშშ-ის 34-ე პრეზიდენტის დუაიტ ეიზენჰაუერის შემდეგ არცერთ პრეზიდენტს არ ჰქონია. რესპონდენტების 65%-მა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში ტრამპმა გაცემული დაპირებებიდან ბევრი არ შეასრულა.
კვლევა ჩაატარეს ასევე ტელეკომპანია NBC-მ და გაზეთმა The Wall Street Journal-მა. მათი მონაცემებით, ტრამპის საქმიანობა არ მოსწონს გამოკითხულთა 54%-ს, მოსწონს - 40%. 64% კი ტრამპის მუშაობის პირველ 100 დღეს აფასებს როგორც "საშუალოს" ან "ცუდს".
ორივე გამოკითხვა 17-დან 20 აპრილის პერიოდში ჩატარდა. დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობას 2017 წლის 20 იანვრიდან ასრულებს.





