imedi
თელ-ავივში პალესტინელმა 4 ადამიანი დანით დაჭრა
მსოფლიო
თელ-ავივში, პალესტინელმა 4 ადამიანი დანით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა. სასტუმრო "ლეონარდო"-ის მიმღებში ე.წ. ლობიში, შეიარაღებული პირი 2 კაცსა და 1 ქალს დაესხა თავს და დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ გაიქცა და ქუჩაში კიდევ ერთი კაცი დაჭრა.
პოლიციამ დამნაშავე მალე დააკავა. სამართალდამცველების განცხადებით, ის 18 წლის ბიჭია, რომელიც ეროვნული მოსაზრებებიდან გამომდინარე მოქმედებდა. პოლიციამ თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ გადმოკვეთა საზღვარი პალესტინელმა თინეიჯერმა. პოლიციის თქმით, დამნაშავე სავარაუდოდ არალეგალურად იმყოფება ისრაელის ტერიტორიაზე.
2015 წლიდან მოყოლებული, ისრალეში პალესტინელების მიერ მსგავსი ტიპის თავდასხმები გახშირდა. ასეთ თავდასხმას "მარტოხელა მგელს" უწოდებენ. ეს ადამიანები არ არიან დაკავშირებულნი რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან თუმცა მათი ქმედებები რადიკალიზმით ხასიათდება და მიზანი პალესტინის საზღვრების აღდგენაა.





