საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონი ლიდერობს
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის არჩევნების პირველ ტურში ეგზითპოლის მონაცემების თანახმად ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი ლიდერობენ.
ეგზითპოლის შესახებ ცნობას ბელგიური ტელეკომპანია RTBF-იც ავრცელებს. არხის ინფორმაციით, მაკრონს 24%-იანი მხარდაჭერა აქვს, ლე პენს - 22%.
ქვეყნის შსს-ს ცნობით, ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის ფრანგი ამომრჩევლების აქტივობამ თითქმის 70%-ს მიაღწია. სამინისტროს ცნობით ყველაზე მაღალი აქტივობა საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებშია. პარიზში 17:00 საათისთვის ხმა ამომრჩევლების 64,51%-მა მისცა.
დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ტარდება. მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. წინასწარი მონაცემების თანახმად მეორე ტურში საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის მაკრონი და ლე პენი იბრძოლებენ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს. საარჩევნო სიებში 45 მილიონზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული.





