22 აპრილი 2017, 14:00
პენტაგონი: ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი მოკლულია
მსოფლიო

გაზიარება
შეერთებულმა შტატებმა, სირიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ტერორისტ აბდურაჰმან უზბეკი მოკლა, რომელიც პენტაგონის მტკიცებით, ტერორორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ ბაღდადთან დაახლოებული პირი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას The Guradian-ი ავრცელებს.
პენტაგონში აცხადებენ, რომ აბდურაჰმანი მონაწილეობას 1 იანვარს სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში იღებდა, რის შედეეგადაც 39 ადამიანი დაიღუპა.
17 იანვარს, თურქეთის პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. მიიჩნევა, რომ ღამის კლუბ Reina-ზე თავდასხმა უზბეკმა აბდულგადირ მაშარიპოვმა განახორციელა.





