ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად აშშ ავსტრალიიდან მიგრანტებს მაინც მიიღებს
მსოფლიო

მაიკ პენსი
აშშ-ის წარმომადგენლება დაადასტურეს, რომ ავსტრალიასთან შეთანხმებას, მიგრანტების გადმოსახლების თაობაზე, შეასრულებენ. ამის შესახებ ვიცპრეზიდენტმა მაიკ პენსმა სიდნეის პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი.
პენსის თქმით, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონი შეთანხმების პირობებით "აღფრთოვანებულია". "ჩვენ დავიცავთ ამ შეთანხმებას, რადგან პატივს ვცემთ მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანას", - აცხადებს პენსი ავსტრალიაზე.
თებერვალში, აშშ-ის პრეიდენტმა დონალდ ტრამპმა გარიგებას, რომელიც ბარაკ ობამას დროს დაიდო,"სისულელე" უწოდა. "შეგიძლიათ დაიჯეროთ? ობამას ადმინისტრაცია ათასობით არალეგალი იმიგრანტის მიღებაზე დათანხმდა ავსტრალიიდან. რატომ? მოვაგვარებ ამ სისულელეს", - დაწერა მან თავის Twitter-ზე.





