22 აპრილი 2017, 16:27
imedi
კანარის კუნძულებთან ბორანი ნავმისადგომს შეეჯახა
მსოფლიო
გაზიარება
კანარის კუნძულებთან ბორანი, რომელიც გრან-კანარიადან ტენერიფეს მიმართულებით მოძრაობდა, ნავმისადგომს შეეჯახა. ამის შესახებ პორტალი La Vanguardia იუწყება. ინციდენტის ამსახველი ვიდეო Youtube-ზე დევს.
საქმე ის არის, რომ როდესაც გემი პორტ ლას-პასმასიდან გამოდიოდა, მოულოდნელად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც ძრავა ვერ ჩართეს. ამიტომ ბორანი დინებით ნავმისადგომისკენ დაიძრა.
შეჯახების დროს გემის ბორტზე 140 ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე მგზავრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.





