imedi
"მანჩესტერ იუნაიტედის"თამაშის ყურებისას 30 ნიგერიელი გულშემატკივარი დაიღუპა
მსოფლიო

UEFA-ს ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის ყურებისას, სადაც ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ანდერლეხტი“ ხვდებოდნენ, 30 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაციას ავრცელებს CNN.
შემთხვევა ქალაქ კალაბარის ცენტრში მოხდა. იმ ადგილას, სადაც გულშემატკივრები საფეხბურთო მატჩის საყურებლად იყვნენ შეკრებილები, ელექტრო სადენი ჩამოვარდა, რამაც 30 ადამიანი იმსხვერპლა.
Twitter-ის გვედრზე ინგლისურმა კლუბმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.
Our deepest sympathy for the loss of lives in Calabar during a Europa League football match between @ManUtd and @rscanderlecht #RIP pic.twitter.com/FJBck4mtAO
— UK in Nigeria🇬🇧 (@UKinNigeria) April 21, 2017
Our heartfelt condolences to the Government and people of Cross River State, on the viewing center tragedy in Calabar yesterday pic.twitter.com/9wLKP52cdR
— Govt of Nigeria (@AsoRock) April 21, 2017
„ოლდ ტრაფორდზე“ მიმდინარე მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.





