imedi
უკრაინა იალტაში რუსეთის ეკონომიკური ფორუმის ჩატარების წინააღმდეგია
მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყირიმში იალტის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გამართვასთან დაკავშირებით რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.
"ღონისძიების ჩატარება რუსეთის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და კანონმდებლობის საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და მათ შორის, გაეროს წესდების მიხედვით, უხეში დარღვევაა", - განმარტავს სამინისტროს პრესსამსახური.
მათი განმარტებით, უკრაინა მოსკოვისგან „კატეგორიულად მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემა.
"რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე თანხმობის გარეშე ნებისმიერი საქმიანობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
იალტის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 20-22 აპრილს ოკუპირებული ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე გაიმართება. ღონისძიებაში 46 ქვეყნის 220 წარმომადგენელი მონაწილეობს.





