21 აპრილი 2017, 19:17
imedi
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წყვილები ცნობილია
მსოფლიო

გაზიარება
მადრიდის “რეალი“ და “ატლეტიკო“ შეხვდებიან ერთმანეთთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ამის შესახებ ინფორმაცია უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
კენჭისყრა დღეს უეფა-ს შტაბბინაში დასრულდა. მეორე ნახევარფინალში კი “მონაკო“ და ტურინის “იუვენტუსი“ ითამაშებენ.
პირველი მატჩები 2 და 3 მაისს გაიმართება, საპასუხო - 9 და 10 მაისს.
დღესვე, მოგვიანებით ცნობილი გახდება კენჭისყრის შედეგები ევროპის ლიგის ნახევარფინალური შეხვედრების შესახებაც.





