imedi
აჰმადინეჯადს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს
მსოფლიო

მაჰმუდ აჰმადინეჯადი
ირანის ყოფილ პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჯადს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის რეგისტრაციის უფლება არ მისცეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, მოქმედი პრეზიდენტი ჰასან როუჰანი კანდიდატების სიაშია. რეგისტრაცია გაიარა ასევე რადიკალმა იბრაჰიმ რაისიმაც.
12 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილ პრეზიდენტს, მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდა.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების რეგისტრაცია 11 აპრილს დაიწყო. პირველსავე დღეს, საკუთარი კანდიდატურა 126-მა ადამიანმა წარადგინა.
საპრეზიდენტო არჩევნები ირანში 2017 წლის 19 მაისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ აჰმადინეჯადი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა. ამის შესახებ მას მედიისთვის არაერთხელ განუცხადებია.
ირანის ისლამური რესპუბლიკის სისტემაში, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი სულიერი ლიდერია, რომლის სიტყვაც გადამწყვეტია. ირანის პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ. იგი მთავრობას მეთაურობს და აქვს რიგი ფუნქციები, რომელიც ქვეყნის მეთაურს უნდა ჰქონდეს, თუმცა მისი პოლიტიკური უფლებამოსულებები შეზღუდულია.





