პარიზის ცენტრში სროლას მეორე პოლიციელიც ემსხვერპლა
მსოფლიო

პარიზი საფრანგეთი
პარიზის ცენტრში სროლის შედეგად პოლიციელი დაიღუპა. ამის შესახებ ცნობას Reuters ავრცელებს.
ინციდენტი 20 აპრილს, საღამოს, ელისეს მინდვრების ქუჩაზე მოხდა. დაშავდა სამი პოლიციელი, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ცოტა ხნის წინ. სამართალდამცველების ცნობით, ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია.
UPDATE: Second policeman dies of wounds from Paris shooting - police source. Live video: https://t.co/WcNpRQiZsx pic.twitter.com/2NKk4qD0Ux
— Reuters Top News (@Reuters) April 20, 2017
სააგენტო პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით ორი თავდამსხმელის შესახებ წერს.
BREAKING: One policeman killed after shooting incident on Champs Elysees in Paris; person who fired on police killed
— Reuters Top News (@Reuters) April 20, 2017
ტერიტორია გადაკეტილია. პოლიცია Twitter-ზე მოსახლეობას მოუწოდებს მოერიდოს შემთხვევის ადგილს. ტარდება სპეცოპერაცია, რომელშიც ვერტფრენებიც ჩართულია.
Intervention de police en cours sur le secteur des #ChampsElysees Evitez le secteur et respectez les consignes des forces de police
— Préfecture de police (@prefpolice) April 20, 2017
გამოძიებას ანტიტერორისტული სამსახური აწარმოებს.
თვითმხილველების თქმით, პოლიციელებს ცეცხლი მანქანიდან გადმოსულმა კაცმა გაუხსნა, რომელიც თითქოს ავტომატით იყო შეიარაღებული, - წერს Reuters.
სააგენტოს წყაროები პოლიციაში აცადებენ, რომ თავდამსხმელები, შესაძლოა გეგავდნენ შეიარაღებულ ძარცვას. შსს-ს წარმომადგენლები დამნაშავეთა შესაძლო მოტივებზე კომენტარს არ აკეთებენ.
მეტროსადგური Franklin D. Roosevelt-ი, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარეობს, უსაფრთხოების მიზნით, დაიკეტა. ქუჩაზე ყველა მაღაზია და რესტორანი დახურულია.
კვირას, 23 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ტარდება. 18 აპრილს მარსელში დააკავეს ორი ადამიანი, რომლებსაც არჩევნების წინ ტერაქტის დაგეგმვაში ედებათ ბრალი.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც საფრანგეთის ტელევიზიით, არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატთა ბოლო დებატები იმართებოდა.





