imedi
სანქტ-პეტერბურგის ტერაქტის შემკვეთის ვინაობა ცნობილია
მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს განხორციელებული ტერაქტის შემკვეთის ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ სააგენტო РИА რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური არ აკონკრეტებს ამ ადამიანის ვინაობას.
17 აპრილს ტერაქტის მთავარი ორგანიზატორი აბრორ აზიმოვი დააკავეს. ორი დღის შემდეგ კი რუსმა სამართალდამცველებმა აზიმოვის უფროსი ძმა მოსკოვში დაიჭირეს. ძალოვნების ცნობით, აკრამ აზიმოვი ტერაქტის ორგანიზებაში ძმას ფინანსურ დახმარებას უწევდა. დაპატიმრების დროს აზიმოვს ყუმბარა РГД-5 აღმოაჩნდა.
3 აპრილს, პეტერბურგის მეტროს ვაგონში ასაფეთქებელი ხელსაწყო ამოქმედდა, რის შედეგადაც დაიღუპა 15 და დაშავდა 50 ადამიანი.





