imedi
რექს ტილერსონი ირანს უწყვეტ პროვოკაციებში ადანაშაულებს
მსოფლიო

რექს ტილერსონი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ირანს უწყვეტ პროვოკაციებში ადანაშაულებს, რაც ამერიკული ინტერესების შელახვასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დესტაბილიზაციას იწვევს. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
„სიტუაცია, რომ თავის ნებაზე მივუშვათ, ირანი შესაძლოა იმ გზას მიჰყვეს, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა, და მასთან ერთად, მთელი მსოფლიოც გაიყოლოს“, - აცხადებს ტილერსონი.
19 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტს ირანთან ბირთვული შეთანხმების პირობების შეფასება დაავალა. ამასთან დაკავშირებით, ტილერსონმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელ პოლ რაიანს გაუგზავნა წერილი, სადაც ირანი ტერორიზმის მთავარ სპონსორად მოიხსენია.
2015 წლის ივლისში, ირანი და საერთაშორისო შუამავლების ექვსეული, კერძოდ აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია თეირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმდნენ. ისლამურმა რესპუბლიკამ, გარკვეული სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ურანის გამდიდრების სფეროში სამუშაოების შეზღუდვის ვალდებულება აიღო.





