imedi
კვლევა: გამოკითხულ უკრაინელთა უმრავლესობას პრეზიდენტად ტიმოშენკო უნდა
მსოფლიო

იულია ტიმოშენკო
სოციალური კვლევის თანახმად, რომელიც Z&B Global-მა ჩაატარა, უკრაინელებმა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მათთვის სასურველი ძირითადი კანდიდატები დაასხელეს. კვლევის შედეგებს ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
რეიტინგში პირველ პოზიციაზე საპარლამენტო ფრაქცია “ბატკავშინის“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო აღმოჩნდა, რომელსაც მხარი გამოკითხულთა 12,7 პროცენტმა დაუჭირა. მეორე ადგილზეა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პოროშენკო 11,3 პროცენტით. მესამე ადგილი კი რესპონდენტებმა უმაღლესი რადას დეპუტატს, ვადიმ რაბინოვიჩს მიანიჭეს.
შარშან, დეკემბერში ტიმოშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტის გაუქმების მომხრეა, თუმცა დასძინა, რომ ამ თანამდებობის დაკავების ამბიცია გააჩნია.





