imedi
უეფამ "ლიონს" და "ბეშიკთაშს" დისკვალიფიკაცია გულშემატკივრების გამო მისცა
მსოფლიო

“უეფამ“ საფეხბურთო გუნდები -“ლიონი“ და “ბეშიკთაში“ევროთასიდან, ლიონში ლიგის მატჩის დაწყებამდე მათი გულშემატკივრების მიერ აურზაურის მოწყობის გამო, გათიშა.
ინფორმაციას ორგანიზაცია საკუთარ საიტზე აქვეყნებს. დისკვალიფიკაციის გარდა ორივე გუნდს 100 ათასი ევროს ჯარიმის სახით გადახდა დაეკისრა.
ქომაგებმა აურზაური 13 აპრილს მოაწყვეს. პირველი მეოთხედფინალის დროს „ლიონის“ გულშემატკივრები მოედანზე გამოცვივდნენ მას შემდეგ, რაც თურქებმა მათ სტადიონის ზედა იარუსებიდან პიროტექნიკა დაუშინეს. მატჩის დაწყება 45 წუთით გადაიდო. შეხვედრა ფრანგების სასარგებლოდ - 2:1 დასრულდა.
საპასუხო შეხვედრა სტამბულში ხვალ გაიმართება.





