პეტერბურგის ტერაქტში ეჭვმიტანილის ძმაც დააკავეს
მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის სავარაუდო მთავარი ორგანიზატორის აბრორა აზიმოვი უფროსი ძმა მოსკოვში დაიჭირეს. ინფორმაციას BBC რუსულ სამართალდამცველ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, აკრამ აზიმოვი, რომელიც 1988 წეკს დაიბადა მოსკოვში დაიჭირეს და საგამოძიებო კომიტეტს გადასცეს.
ძალოვნების ცნობით, აკრამ აზიმოვი ტერაქტის ორგანიზებაში ძმას ფინანსურ დახმარებას უწევდა. დაპატიმრების დროს აზიმოვს ყუმბარა РГД-5 აღმოაჩნდა.
17 აპრილს მთავარი ორგანიზატორი აბრორ აზიმოვი დააკავეს.
3 აპრილს, პეტერბურგის მეტროს ვაგონში ასაფეთქებელი ხელსაწყო ამოქმედდა, რის შედეგადაც დაიღუპა 15 და დაშავდა 50 ადამიანი.





