ტაილანდის დედაქალქში ქუჩაში საკვების გაყიდვა აკრძალეს
მსოფლიო

ბანგკოკის ხელისუფლება ქალაქის ქუჩებიდან კვების ყველა ჯიხურის აღებას გეგმავს. ამის შესახებ The Nation იტყობინება.
ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ დედაქალაქი უფრო უსაფრთხო, სუფთა გახადონ. ამასთან ტროტუარები ფეხით მოსიარულეთათვის გაათავისუფლონ.
ბანგკოკის გუბერნატოტის მთავარი მრჩეველი, ვანლოპ სუვანდი მოსახლეობას პირობა მისცა, წლის ბოლომდე არა მარტო საკვებით, არამედ სხვა ტიპის პროდუქტებით მოვაჭრეებსაც ააყენებენ ქუჩებიდან და ამ გადაწყვეტილებას არ ექნება გამონაკლისი.
არადა, ზუსტად ამ თვის დასაწყისში CNN-მა ეს ქალაქი მსოფლიოში საუკეთესოდ სწორედ ქუჩის საკვების გამო დაასახელა. მაგრამ ამის მიუხედავად სუვანდი თვლის, რომ ქუჩების სისუფთავე და უსაფრთხოება ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტია.





