imedi
Новая газета-ს რედაქციაში თეთრი ფხვნილის შემცველი კონვერტი მიიღეს
მსოფლიო

მოსკოვში Новая газета-ს რედაქციაში ფოსტით კონვერტი მიიღეს, რომელშიც უცნობი შემცველობის თეთრი ფხვნილი იყო. შენობაში სპეცასამსახურებია მობილიზებული. ინფორმაცაის BBC ავრცელებს.
ხელმძღვანელის სახელზე წერილი რედაქციაში დილის 11 საათზე მივიდა, რომელზედაც დაბრუნების მისამართად ქალაქი გროზნო ეწერა.
„როდესაც მდივანმა წერილი გახსნა, იქიდან თეთრი ფხვნილი გადმოიყარა“, - განუცხადა გაზეთის ჟურნალისტმა პაველ კანგინმა რუსულ BBC-ის.
„წერილი ექსპერტიზაზე წაიღეს. არ ვიცით შიგნით რა იყო“, - თქვა ჟურნალისტმა. აღსანიშნავია, რომ წერილზე მოსკოვის მარკის ბეჭედი იყო, - „არამგონია გზავნილი ჩეჩნეთიდან ყოფილიყო. მგონია, რომ ის ემოციურად არამდგრადგმა პიროვნებამ გამოგვიგზავნა“,- თქვა კანგინმა.
3 აპრილს Новая газета საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ჩეჩნეთის მოქალაქეები დააპატიმრეს. გაზეთის ცნობით, უკვე დაკავებულია 100-ზე მეტი კაცი. გამოცემას აქვს ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ, მაგრამ ეს რიცხვი შეიძლება უფრო მეტი იყოს.
სტატის გამოქვეყნების შემდეგ, გაზეთს ემუქრებიან. რამდენიმე დღეში სტატიის გამოქვეყნებიდან, რომელშიც ლაპარაკი იყო, ჰომოსექსუალების შესახებ, გროზნოს მთავარ მეჩეთში ჩეჩნეთის სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგანგებო შეკრება გაიმართა. გამოცემის თქმით, შეკრებაში 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
შეკრებაზე ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მრჩეველმა, ადამ შახიდოვმა გაზეთის კოლექტივი დაადანაშაულა სიცრუეში და მათ „ჩეჩნეთის და მათი სარწმუნოების მტრები უწოდა“. მისი გამოსვლა ქვეყნის ცენტრალური არხით გადაიცემოდა. შეხვედრის შემდეგ რეზოლუცია მიიღეს.





