უფროსი ჯორჯ ბუში საავადმყოფოში დააწვინეს
მსოფლიო

ჯორჯ ბუში და ბარბარა ბუში, ვაშინგტონი. 1991 წელი
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი უფროსი ჯორჯ ბუში საავადმყოფოში დააწვინეს. ინფორმაციას ტელეკომპანია ABC News-ი Twitter-ზე აქვეყნებს.
უფროსი ბუშის პრესსპიკერის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია, თუმცა თავს ნორმალურად გრძნობს.
ტელეკომპანია ექსპრეზიდენტის ოფისის წერილზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკის ყოფილი ლიდერი ქალაქ ჰიუსტონის (ტეხასის შტატი) ჰოსპიტალში პარასკევს, ხველების შეტევის გამო დაწვინეს.
JUST IN: Former President George H.W. Bush hospitalized but is “doing fine,” spokesperson says. https://t.co/8UupHPDBNs pic.twitter.com/y6Z9l2dkkr
— ABC News (@ABC) 18 апреля 2017 г.
დიაგნოზის თანახმად, უფროს ბუშს პნევმონიის იოლი ფორმა აქვს და მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ის კარგ ხასიათზეა და კვლევებს ჩაიტარებს მანამდე, სანამ არ გამოჯანმრთელდება.
MORE: Former Pres. George H. W. Bush was admitted to hospital Friday; he had mild case of pneumonia, which was treated and has been resolved pic.twitter.com/USbNl165jG
— ABC News (@ABC) 18 апреля 2017 г.
იანვარში, ამერიკის ყოფილი ლიდერი ჰაერის უკმარისობის გამო ჰიუსტონის კლინიკაში დააწვინეს. მაშინ იმავე კლინიკაში მისი მეუღლე ბარბარა ბუშიც მოხვდა, რომელიც ასევე შეუძლოდ იყო. მკურნალობის შემდეგ, ცოლ-ქმარი სახლში მალევე დაბრუნდა.





