19 აპრილი 2017, 04:01
დავით კაპიტანოვი
“ჯენოა“, ბურთის მიმწოდებელი ბიჭის გამო, 2500 ევროთი დაჯაარიმეს
მსოფლიო

გაზიარება
იტალიის საფეხბურთო ლიგის, ლეგა კალჩოს სადისციპლინო კომიტეტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო: დისციპლინარებმა "ჯენოა" 2 500 ევროთი იმის გამო დააჯარიმეს, რომ ყოველი აუტის დროს, რომელსაც "ლაციო" აწვდიდა, სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს ბურთის მიმწოდებელი ბიჭი დიდხანს ალოდინებდა და დრო სპეციალურად გაჰყავდა.
ეს ფაქტი აღსანიშნავი იმით არის, რომ მსგავსი მიზეზის გამო იტალიაში არასდროს არცერთი გუნდი არ დაჯარიმებულა. ბურთის მიმწოდებელი ბიჭის მცდელობამ, საბოლოო ჯამში, შედეგი არ გამოიღო და ბოლო წუთზე "ლაციომ" ანგარიში მაინც გაათანაბრა. შეხვედრა კი ფრედ, 2:2 დასრულდა.





