19 აპრილი 2017, 01:42
Imedi
გაეროს ყოფილი თანამშრომელი სადილის საათებში ბანკებს ძარცვავდა
მსოფლიო

გაზიარება
ნიუ-იორკის პოლიციამ გაეროს ყოფილი თანამშრომელი დააკავა, რომელიც ბანკების ძარცვაშია ეჭვმიტანილი.
NBC-ის ცნობით, 52 წლის აბდულა შუაიბუ ამ საქმიანობით ბოლო თვენახევრის განმავლობაში, სადილის საათებში იყო დაკავებული. ეჭვმიტანილი 2013 წელს გაეროში კომუნიკაციების სპეციალისტად მუშაობდა. მოგვიანებით მან საქმიანობა შეიცვალა.
ეჭვმიტანილი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის სამსახურში, უცხოური პრესის ცენტრში ერთ-ერთი ბანკის გაძარცვის შემდეგ ბრუნდებოდა. სამართალდამცველების თქმით, ის კიდევ სამი ბანკის გაძარცვას გეგმავდა.





