Imedi
ფეისბუქმკვლელმა თავი მოიკლა
მსოფლიო

ფეისბუქმკვლელად ცნობილმა სტივ სტივენსმა, რომელმაც 74 წლის მოხუცს ესროლა და ეს მკვლელობა Youtube-ზე ატვირთა, თავი მოიკლა.
BBC-ის ცნობით, მისი მანქანა დღეს დილით, პოლიციის გაფრთხილებით, პენსილვანიის შტატის ქალაქ ერაი-ში, მაკდონალდსთან გაჩერდა. თუმცა სანამ სამართალდამცველები მასთან მივიდოდნენ, ეჭვმიტანილმა იარაღი მიიბჯინა და გაისროლა.
მისი ადგილსამყოფელი პოლიციამ გუშინ სატელეფონო ანძების მეშვეობით დაადგინა 74 წლის მოხუცის მკვლელობის ადგილიდან 160 კილომეტრში, პენსილვანიის შტატში. მანამდე მას ოჰაიოში ეძებდნენ.
სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში სტივენსი ამბობდა, რომ მან 13 ადამიანი მოკლა.
პოლიციელებმა ერთი მოკლული იპოვეს, თუმცა დანარჩენი 12 მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.





