18 აპრილი 2017, 19:52
პრესა: ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიაში დააპატიმრეს
მსოფლიო

გაზიარება
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი სირიაში, მოსულიდან გაქცევის დროს დააპატიმრეს. ის სირია-ერაყის საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული პრესა ავრცელებს.
ადგილობრივი მედია ეყრდნობა ასევე, ევროპის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის დეპარტამენტს (DESI), რომელმაც მათი განცხადებით გაავრცელა ცნობა, რომ უსაფრთხოების სამსახურებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი სიირის და რუსეთის ერთობლივმა ძალებმა დაპატიმრეს.
DESI-ის მედია ოფისის რელიზში ნათქვამია, რომ ინფორმაციას ჯერ კიდევ დადასტურება სჭირდება.





