18 აპრილი 2017, 14:13
ვერტმფრენი გოლფის მოედანს დაეცა
მსოფლიო

გაზიარება
ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა მერილენდის შტატის ქალაქ ლეონარდთაუნში სამხედრო შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ინფორმაციას foxnews ავრცელებს. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. სამივე მათგანი ეკიპაჟის წევრი იყო.
UH-60 ტიპის „შავი ქორი“, რომელიც, წვრთნის ფარგლებში, მანევრს ასრულებდა, გოლფის მოედანს დაეცა. მომხდარის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.





