imedi
ეუთო: თურქეთის რეფერენდუმი დარღვევებით ჩატარდა
მსოფლიო

თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი ევროსაბჭოს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ცეზარ ფლორინ ფრედამ განაცხადა - ნათქვამია დამკვირვებელთა მისიის განცხადებაში.
“მისი სამართლებრივი საფუძველი არ პასუხობდა დემოკრატიული პროცესების ჩატარების მოთხოვნებს“ - აღნიშნეს დამკვირვებლებმა.
შექმნილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამომრჩევლებს არ მიაწოდეს ობიექტური ინფორმაცია რეფორმის მომავალ ასპექტებზე. ამას გარდა საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად არ იმყოფებნოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ეუთოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს არ ჰქონდათ თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიასაშუალებებში. უფასო საეთერო დროის განაწილებისას უპირატესობა მმართველ პარტიას და პრეზიდენტს ეძლეოდა.
თავად სახელმწიფოს მეთაურმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კი რეფერენდუმის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობა საკუთარი არჩევანი მაინც გააკეთა მიუხედავად “ჯვაროსანთა მსოფლმხედველობის“ წინააღმდეგობისა.
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა.
ცვლილებები ითვალისწინებს საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.





