17 აპრილი 2017, 19:12
imedi
ალეპოში აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა
მსოფლიო

გაზიარება
ალეპოს გარეუბანში აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა, მათ შორის 68 ბავშვია. დაღუპულებს შორის არიან ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლები და ამბოხებულებიც.
ავტობუსებთან, რომლებითაც 2015 წლის მარტიდან ამბოხებულების ალყაში მოქცეული მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.





