17 აპრილი 2017, 13:00
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი სამხრეთ კორეაში ჩავიდა
მსოფლიო

მაიკ პენსი
გაზიარება
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის წარუმატებელი გაშვებიდან ერთი დღის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი სამხრეთ კორეაში ჩავიდა. მაიკ პენსმა ჩრდილოეთ კორეის და სამხრეთ კორეის საზღვართან მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზა მოინახულა.
შტატების ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონის ფხენიანის მიმართ თმენის პოლიტიკა დასრულებულია.
ჩრდილოეთ კორეამ 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და 2 ბირთვული ცდა ჩაატარა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.





