imedi
ევროკავშირი: ერდოღანის მომხრეებმა მცირე განსხვავებით გაიმარჯვეს
მსოფლიო

თურქეთის რეფერენდუმის შედეგებს ევროკავშირი ეხმაურება. ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საერთო განცხადებას ავრცელებენ. "თურქეთის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რა მცირე განსხვავებით გაიმარჯვეს საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეებმა", - წერია განცხადებაში. ისინი ოფიციალურ ანკარას ეროვნული კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდებენ.
თურქეთის ხლისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდიც. "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად დაცვა", - წერია მის განცხადებაში.





