imedi
ოჰაიოში, ღამის კლუბში სროლისას 9 ადამიანი დაჭრეს
მსოფლიო

ოჰაიოს პოლიციის განცხადებით, ღამის კლუბში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყეს. შედეგად 9 ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას CBSnews ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაჭრილთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პოლიციის მიერ Twitter-ზე დადებულ პოსტში, სამართალდაცველები სთხოვენ და მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაეხმარონ ეჭვმიტანილების დადგენასა და დაჭერაში, რათა შემცირდეს მსგავსი შემთხვევები, რომლებიც ბოლო ხანს გახშირებულია.
**2nd UPDATE on 9 people shot this am: Report info anonymously-CPD:645-4141. Dozens were at this gathering. We need people to come forward. pic.twitter.com/W8gjrtzkop
— Columbus Ohio Police (@ColumbusPolice) April 16, 2017
მარტის დასასრულს, ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატის ღამის კლუბში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. მაშინ 1 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.





