imedi
სტივენ კინგმა ტრამპს ქათმის სკინტლი უწოდა
მსოფლიო

სტივენ კინგი
საშინელებათა ჟანრის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწერალი სტივენ კინგი Twitter-ზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. ტრამპმა განაცხადა, რომ "ამაყობს ავღანეთში ჩამოყრილი ბომბებით".
სტივენ კინგი Twitter-ზე წერს:"ქათმის სკინტლო, თუ გეყო კაცობა, რომ მეგაბომბები ჩამოგეყარა ავღანეთში, გეყოს კაცობა და გაასაჯაროვე შენი ქონებრივი დეკლარაცია."
Come on, chickenshit, if you're man enough to drop a mega-bomb on Afghanistan, you should be man enough to release your tax returns.
— Stephen King (@StephenKing) April 15, 2017
გუშინ ნიუ-იორკსა და სხვა ქალაქებში ათასობის დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩაში და აშშ-ის პრეზიდენტის საგადასახადო დეკლარაციის გასაჯაროება მოითხოვა.
ტრამპი ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველი საპრეზიდენტო კანდიდატია, ვინც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საკუთარი საგადასახადო დეკლარაცია არ გამოაქვეყნა. პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ ტრამპი გადასახადებს მალავს.





