აკაპულკოში ტურისტები დახოცეს
მსოფლიო

მექსიკაში, ქალაქ აკაპულკოში, ტურისტებს დაესხნენ თავს. უცნობმა პირებმა მოგზაურთა ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად 2 ტურისტი დაიღუპა, 6 კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა La Prensa ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტურისტებს ცეცხლი სკვერში სეირნობისას გაუხსნეს. ადგილზე დაიღუპა 1 ტურისტი, 7 დაჭრილი, მათ შორის დედა-შვილი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ცოტა ხანში კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ ესროლეს ტურისტებს და ვინ არიან დამნაშავეები.
ქალაქი აკაპულკო ნარკოტიკების გადასაზიდად მნიშვნელოვან ტერიტორიას წარმოადგენს. აქ რამდენიმე ნარკოკარტელი მოქმედებს. აკაპულკოში დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელი მექსიკის მასშტაბით.





