imedi
ცნობილია, თუ რომელი ერი ხარჯავს მოგზაურობაში ყველაზე მეტს
მსოფლიო

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის ბარომეტრის მიხედვით, გამოვლინდნენ ქვეყნები, რომელთა წარმომადგენლებიც მოგზაურობისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ.
სიის სათავეში არიან ჩინელი ტურისტები. მონაცემების თანახმად, ჩინელებმა 2016 წელს, მოგზაურობისას 261 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ჩინეთის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებენ ამერიკელი ტურისტები. მათი ხარჯი 2016 წელს 122 მილიარდი დოლარი იყო.
მსოფლიო ტურიზმის ბარომეტრის მიხედვით, მესამე ადგილზე არიან გერმანელი ტურისტები. მათ გასულ წელს მოგზაურობის დროს 81 მილიარდი დოლარი დახარჯეს.
მოგზაურობაში დახარჯული თანხის მიხედვით, მეოთხე ადგილზე არიან ბრიტანელი ტურისტები, რომლებმაც 2016 წელს, ჯამში 64 მილიარდი დოლარი დახარჯეს.
მეხუთე ადგილს საფრანგეთი იკავებს - ფრანგმა ტურისტებმა გასულ წელს 41 მილიარდი დოლარი დახარჯეს მოგზაურობისას.





