15 აპრილი 2017, 23:10
imedi
ალეპოში ავტობუსის აფეთქებას ათობით ლტოლვილი ემსხვერპლა
მსოფლიო

გაზიარება
სირიაში, ალეპოში აფეთქდა ავტობუსი, რომელშიც ლტოლვილები ისხდნენ, იუწყება უცხოური მედია. ისინი ჩრდილოეთ იდლიბის რაიონიდან ევაკუირებული ლტოლვილები იყვნენ. დაღუპულების და დაშავებულების ზუსტი რიცხვი უცნობია.
ზოგიერთი მონაცემით, 70 კაცი დაიღუპა, 130 დაშავდა. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით 39 ადამიანი დაიღუპა, ორგანიზაცია Syrian Observatory of Human Rights კი 16-ის დარუპვის შესახებ იუწყება.
ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში, მძღოლის საჭესთან იყო დამონტაჟებული. მძღოლი თავად აღმოჩნდა თვითმკვლელი-ტერორისტი, იუწყება სირიის მედია.





