imedi
ჩეხეთმა ლტოლვილების მიღებაზე უარი თქვა
მსოფლიო

პრაღა
ჩეხეთმა განაცხადა, რომ ლტოლვილებს აღარ მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლება ევროკავშირის მხრიდან სანქციები მოჰყვეს, - განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მილან ჰოვანეცმა, იუწყება Parlamentní listy.
რესპუბლიკას დღეის მონაცემებით, მიღებული ჰყავს, ევროკავშირის მიერ დადგენილი კვოტების მიხედვით, 12 მიგრანტი 1,6 ათას კაცზე. მისი სიტყვებით, უარის თქმა ჩეხეთს შეიძლება რამდენიმე მილიონ ევროდ დაუჯდეს.
მინისტრმა განაცხადა, რომ ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურები ამოწმებენ ბერძნულ და იტალიურ ლტოლვილთა ბანაკებს. პროცესს შეიძლება 2 თვე დასჭირდეს. „ამ ხალხს (ლტოლვილებს) არ სურს დარჩნენ ადგილზე შემოწმების მიმდინარეობისას ანუ იტალიასა და საბერძნეთში“, - თქვა ჰოკანეცმა.
ჩეხეთი სხვა ქვეყნებთან ერთად (პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინიციატივას, ევროკავშირის ქვეყნებს, ლტოლვილთა მიღებასთან დაკავშირებით, კვოტები დაუდგინონ.
2016 წელს ჩეხეთის ვიცეპრემიერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ქვეყანას ლტოლვილთა მისაღებად კვოტები არ სჭირდება, მან ასევე დასძინა, რომ თუ ევროკავშირი შეეცდება რესპუბლიკას სანქციები დაუწესოს, მიგრანტების მიღებაზე უარის თქმის გამო, პრაღა პროტესტს გამოთქვამს და სასამართლოს მიმართავს.





