CNN: ტრამპი ხშირად სწორად ვერ აფასებს თავის მოწინააღმდეგეებს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
აშშ ხშირად სწორად ვერ აფასებს თავის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, რომელსაც ბევრი უპირატესობა აქვს ტრამპთან შედარებით, წერს ექსპერტი World Policy Institute-ის თანამშრონელი ჯონათან კრისტოლი CNN-ისთვის დაწერილ წერილში.
ავტორის თქმით, აშშ ხშირად მცდარად თვლის, რომ მისი „მოწინააღმდეგეები არიან შეშლილები, ირაციონალურები, ბრიყვები“, ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ „სხვა ნებისმიერი ერი სიხარულით მიიღებს იმას, რაც მისგან ვაშინგტონს სურს“. თუმცა, როცა სხვა ქვეყნის ლიდერი განსხვავებულად იქცევა, მაშინ აშშ-ს უკვირს „ეს პოლიტიკოსი ასე რატომ აზროვნებს“.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შეშლილი არ არის, არც არარაციონალურია და, როგორც ჩანს, არც ბრიყვია, - ამბობს ანალიტიკოსი. კიმ ჩენ ინი შეიძლება მრავალ „საშინელ“ საქციელში დაადანაშაულო, მაგრამ მისი მოქმედებები წარმოადგენს „ხელისუფლების კონსოლიდაციისთვის გადადგმულ ნაბიჯს“ და სავსებით ჯდება ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკურ სისტემაში.
ტრამპი კი, პირიქითაა, ყოველთვის თანმიმდევრულად არ იქცევა, განსხვავებით კიმ ჩენ ინისგან, რომელიც ერთ რამეზეა კონცენტრიურებული - „რეჟიმის გადარჩენაზე“. ტრამპს „ოთხი წლის ბავშვის ყურადღება აქვს“. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „საერთაშორისო არენაზე გაცილებით სერიოზული მოთამაშე შეიძლება იყოს“, ვიდრე აშშ-ის ლიდერი, - ამბობს კრისტოლი.
სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ ტრამპის ვარაუდი მცდარი იყო, როცა ფიქრობდა, რომ კერძო საუბრებით კიმ ჩენ ინს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უარს ათქმევინებდა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ჩრდილოეთ კორეის საკითხის გადაჭრის ადეკვატური პერსპექტივა არ ჩანს.
ჩრდილოეთ კორეას ის უნდა დაელაპარაკოს, ვინც „მოლაპარაკებების წარმოების დიდი სპეციალისტია, კარგად იცნობს რეგიონს, ქვეყანას, ხალხს, მათ პრობლემებს“, - თვლის კრისტოლი.





