ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და ამისთვის თანხებს აგროვებს. მან უკვე შეაგროვა 30 მილიონი დოლარი. ამის შესახებ გაზეთი New York Times-ი წერს.
ფედერალური საარჩევნო კომისიის ანგარიშის მიხედვით, წლის დასაწყისიდან ტრამპის კამპანიამ 7,1 მილიონი დოლარი მოიტანა, 23 მილიონი კი რესპუბლიკურმა პარტიამ შეაგროვა. შედარებისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პრეზიდენტობის იგივე ვადაზე 2009 წელს 15 მილიონი დოლარის შეგროვება შესძლო.
ტრამპის დონორების უმეტესობამ საპრეზიდენტო კამპანიაში მცირე თანხები შეიტანა, მსხვილი შენატანები კი რესპუბლიკელების მდიდარმა სპონსორებმა გაიღეს. გაზეთის ინფორმაციით, ასეთი განლაგება იმაზე მეტყველებს, რომ ტრამპი საკუთარი ფინანსების გარდა მნიშვნელოვან იმედებს ამყარებს უბრალო ამომრჩევნების შემოწირულობებზე.
ასევე ცნობილი ხდება, რომ იანვრის შემდეგ ტრამპის კამპანიის კომიტეტმა უკვე დახარჯა 6,3 მილიონი დოლარი, მათგან 1,2 მილიონი "Make America great again" სლოგანიანი სიმბოლოების გაყიდვაში. New York Times-ის ცნობით, ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობისთვის განაცხადი თავისი ინაუგურაციის დღეს შეიტანა. ამით მან კამპანიისთვის თანხების შეგროვების უწყვეტად გაგრძელება მოახერხა.





