imedi
"ბომბების დედისგან" დაღუპული ტერორისტების რიცხვი 92-მდე გაიზარდა
მსოფლიო

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაღუპული წევრების რაოდენობამ, ყველაზე მძლავრი არაატომური ბომბი GBU-43-ისგან, 92-ს მიაღწია. ამის შესახებ Daily Mail-ი, გუბერნატორ ისმაილ შინვარის ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავღანური ტელეარხის TOLONews-ის ცნობით, დაღუპული ტერორისტების რაოდენობა 94-ია, მათ შორის 4 ლიდერი.
მედიის ცნობით, მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.
13 აპრილს ღამით, პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ თავის არსენალში არსებული ყველაზე დიდი ბომბი ჩააგდო ავღანეთის ტერიტორიაზე და ისლამური დაჯგუფების პოზიციები დაბომბა. ისლამური სახელმწიფო მსხვერპლის არსებობას უარყოფს.
ბომბი GBU-43, 9 მეტრის სიგრძისაა და 10 ტონას იწონის. მას “ყველა ბომბების დედას ეძახიან“. პირველად მას ტესტირება 2003 წელს ჩაუტარეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში არასოდეს გამოუყენებიათ. აშშ-ის პრეზიდენტმა ამ დაბომბვას „დიდი წარმატება“ უწოდა.





