15 აპრილი 2017, 15:46
imedi
არიზონაში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

გაზიარება
აშშ-ში, არიზონას შტატის ქალაქ ტუსონის სავაჭრო ცენტრის რესტორანში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა. ამის შესახებ CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
პოლიციის შერიფის განცხადებით, სროლას წინ უძღოდა რამდენიმე ადამიანს შორის ჩხუბი, რომლის მიზეზებიც უცნობია. ინციდენტის დროს რესტორანში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.





