imedi
რონალდუ გაუპატიურების შესახებ ბრალდებას უარყოფს
მსოფლიო

კრიშტიანუ რონალდუ
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ უარყო მის მიმართ წაყენებული გაუპატიურების ბრალდება. ფეხბურთელი გერმანულმა ჟურნალმა Spiegel-მა დაადანაშაულა.
რონალდუს განცხადება მისი აგენტის ჟორჟ მენდეშის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სპორტსმენი ამ ინფორმაციას „ჟურნალისტურ ფანტაზიას“ უწოდებს. მან მიანიშნა იმაზე, რომ სავარაუდო მსხვერპლი საკუთარი ვინაობის დასახელებისგან და გაუპატიურების ფაქტის დადასტურებისგან თავს იკავებს. რონალდუ აღნიშნავს, რომ ამ საქმეში მონაწილეობენ ადვოკატები, რომლებსაც მასთან კავშირი არ აქვთ. რაც შეეხება წერილს, რომელიც სავარაუდო მსხვერპლმა გაუგზავნა, რონალდუს არ მიუღია.
ფეხბურთელმა Spiegel-ი სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გამოცემის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
Spiegel-ი ფეხბურთელთან დაკავშირებით 2009 წელს აშშ-ში მომხდარ ინციდენტზე წერს სტატიაში სათაურით "კრიშტიანუ რონალდუს საიდუმლო". გამოცემა წერს, რომ ინციდენტი 2009 წლის 13 ივნისს ლას-ვეგასში მოხდა, როდესაც ფეხბურთელი ოჯახთან ერთად აშშ-ში ისვენებდა. გაუპატიურებაში რონალდუს 20 წლის ამერიკელი გოგო ადანაშაულებს.





