15 აპრილი 2017, 04:05
imedi
Spiegel-ი რონალდუს გაუპატიურებაში ამხელს
მსოფლიო

გაზიარება
გერმანული ჟურნალი Spiegel-ი მადრიდის "რეალის" და პორტუგლიის ნაკრების თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. გამოცემა ფეხბურთელთან დაკავშირებით 2009 წელს აშშ-ში მომხდარ ინციდენტზე წერს სტატიაში სათაურით "კრიშტიანუ რონალდუს საიდუმლო".
გამოცემა წერს, რომ ინციდენტი 2009 წლის 13 ივნისს ლას-ვეგასში მოხდა, როდესაც ფეხბურთელი ოჯახთან ერთად აშშ-ში ისვენებდა. გაუპატიურებაში რონალდუს 20 წლის ამერიკელი გოგო ადანაშაულებს.
Spiegel ამტკიცებს, რომ 2010 წლის 12 იანვარს, რონალდუს ადვოკატმა გოგოს 375 ათასი დოლარი გადაუხადა იმის სანაცვლოდ, რომ მის კლიენტს არ უჩივლებდა.





