14 აპრილი 2017, 20:52
ლიკა ქსოვრელი
ატლანტის მეტროში თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

გაზიარება
აშშ-ში, ატლანტის მეტროსადგურში უცნობმა კაცმა ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა, - წერს Reuters-ი ქალაქის სატრანსპორტო სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
ეჭვმიტანილი დაკავებულია – ნათქვამია უწყების განცხადებაში. მეტროსადგური West Lake Station, სადაც ინციდენტი მოხდა, დროებით დაკეტილია.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით, არ ვრცელდება.





