14 აპრილი 2017, 20:51
imedi
იერუსალიმში ბრიტანეთის მოქალაქე მოკლეს
მსოფლიო

გაზიარება
BBC, ისრაელის პოლიციაზე დაყრდნობით, წერს, რომ იერუსალიმში, ბრიტანეთის მოქალაქე, სასიკვდილოდ დაჭრეს.
მათივე ცნობით, ბრიტანელ ქალს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის იერუსალიმში სხვა მომლოცველ ტურისტებთან ერთად მატარებლით მიდიოდა. დაშავებული მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი 57 წლის პალესტინელი კაცი იყო.





