imedi
ფხენიანმა დარტყმის სავარაუდო სამიზნეები დაასახელა
მსოფლიო

სეულში, ჩრდრილოეთ კორეის გენერალურ შტაში განაცხადეს, რომ ვაშინგტონის აგრესიის შემთხვევაში, საპასუხოდ დარტყმები განხორციელდება ამერიკულ ბაზებზე იაპონიასა და სამხრეთ კორეაში და ასევე სეულში პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ამის შესახებ РИА იტყობინება.
გამოცემის ცნობით კორეა პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს შტატების მხრიდან „პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პროვოკაციების“ შემთხვევაში.
დონალდ ტრამპის ბრძანებით ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილმა ატომურმა ავიამზიდმა, რომელიც ფრთოსანი რაკეტებითაა (Tomahawk) აღჭურვილი, იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია უკვე დაიკავა.
ჩრდილოეთ კორეამ 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და 2 ბირთვული ცდა ჩაატარა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.





