პეკინი ჩრდილოეთ კორეასთან ომის დაწყების მოახლოებაზე იტყობინება
მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ომი ნებისმიერ წუთში შეიძლება დაიწყოს. ინფორმაციას The South China Morning Post-ი ავრცელებს.
„ბოლო დროს ტენდენციამ იმატა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კონფლიქტი ნებისმიერ წუთში გაღვივდება. თუ ომი იქნება, დამარცხდება ყველა“, - აცხადებს მინისტრი. მისი თქმით, ის ვინც კონფლიქტს დაიწყებს, უნდა აიღოს ისტორიული პასუხისმგებლობა და მოემზადოს შესაბამისი ფასის გადახდისთვის.
დღეს დონალდ ტრამპის ბრძანებით ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილმა ატომურმა ავიამზიდმა, რომელიც ფრთოსანი რაკეტებითაა (Tomahawk) აღჭურვილი, იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია უკვე დაიკავა.
პენტაგონმა ბომბდამშენები გუამის ბაზაზეც გაგზავნა.





