imedi
კორეისკენ გაგზავნილმა ავიამზიდმა იერიშისთვის პოზიცია დაიკავა
მსოფლიო

დონალდ ტრამპის ბრძანებით ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილმა ატომურმა ავიამზიდმა, რომელიც ფრთოსანი რაკეტებითაა (Tomahawk) აღჭურვილი, იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია უკვე დაიკავა.
პენტაგონმა ბომბდამშენებიც გაგზავნა, გუამის ბაზაზე.
ფხენიანი მორიგი ბირთვული გამოცდის ჩატარებას თუ დააპირებს, პრევენციული სარაკეტო და ავიაიერიშები შეიძლება განხორციელდეს.
რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. იაპონია სამხრეთ კორეიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხს განიხილავს.
"მზად ვართ, პროვოკაციას იმავე ფორმით ვუპასუხოთ. რაც შეეხება ბირთვულ გამოცდას, მაშინ ჩავატარებთ, როდესაც საჭირო იქნება", - აცხადებს ფხენიანი.
შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ძალიან ცუდად იქცევა. სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა სამხედრო ჩარევა არ გამორიცხა. ეროვნული უშიშროების საბჭომ დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ბირთული პროგრამის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა გააცნო. საზღვაო ძალები ნახევარკუნძულს გააკონტროლებენ.
ჩრდილოეთ კორეამ 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და 2 ბირთვული ცდა ჩაატარა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.





