ტაივანში ამერიკელმა ქალმა პოლიციელმა თვითმფრინავის ბორტზე იარაღი აიტანა
მსოფლიო

ტაივანში ამერიკელმა ქალმა პოლიციელმა თვითმფრინავის ბორტზე იარაღი აიტანა, იუწყება Reuters. 43 წლის კალიფორნიის მკვიდრმა ნელ გრანტმა თავად მისცა პისტოლეტი და 6 ტყვია აეროპორტის დაცვას, როცა თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა.
მან თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ ფრენის წინ ჩანთიდან იარაღის ამოღება დაავიწყდა. როგორ მოახერხა აეროპორტში რამდენიმე საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლა და სალონში იარაღით ასვლა, ამის ახსნა მას გაუჭირდა. ქალის თქმით, ჩანთაში იარაღი რომ ედო, მხოლოდ თვითმფრინავის დაშვებისას გაახსენდა.
ის ტაივანიდან ბანკოკში მიფრინავდა, თუმცა ინციდენტის შემდეგ აეროპორტის დაცვის სამსახურმა შეაყოვნა და პროკურორმა დაკითხა.





